Alternet
იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ ვებ გვერდი და
ისარგებლოთ ჩვენი სერვისით, საჭიროა:


1. დომენის სახელწოდების მოფიქრება, შემოწმება და შემდგომი რეგისტრაცია. როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ანხორციელებს www.registration.ge სადაც დამატებით გაეცნობით დომენის სახელწოდების შერჩევის წესებს, ტარიფს.


შევეცდები მარტივად გადმოგცეთ თუ რა სხვაობაა registration.ge-ის და ჩვენს მომსახურეობას შორის:
registration.ge-ი ანხორციელებს დომენის ანუ მხოლოდ სახელის www.rame-saxeli.ge-ის რეგისტრაციას, მაგალითად როგორც მობილური ნომრის. ჩვენ კი გთავაზობთ ტექნიკურ პარამეტრებს, სერვერზე გამოყოფილ სივრცეს, სადაც ფიზიკურად განთავსდება თქვენი ვებ გვერდი. შეგეძლებათ წერილების მიღება-გაგზავნა, მათი ანტივირუსით შემოწმების ჩართვა-გამორთვა, წერილების მართვა, მეილების შავ და თეთრ სიებში განთავსება, მონაცემთა ბაზების წარმოება, ინტერნეტიდან საკუთარ ftp საქაღალდესთან წვდომა.


2. შერჩეული სახელის რეგისტრაციის პროცესში შეგხვდებათ შესავსები ველი სახელწოდებით NS - რაც ნიშნავს მისამართს, თუ სად იქნება განთავსებული თქვენი დომენი.

ჩვენი სერვისით სარგებლობისათვის, საჭიროა NS ველში მიუთითოთ:
ns1.alternet.ge და ns2.alternet.ge

3. მას შემდეგ რაც დომენი დარეგისტრირებულია, ფიზიკურად მიტანილი და ჩაბარებულია registration.ge-ის ოფისში, იქ გთხოვენ ჩვენთან დაკავშირებას შემდეგი მოტივით: თქვენს მიერ შერჩეული დომენური სახელი უნდა დარეგისტრირდეს ჩვენი მხრიდან: ns1.alternet.ge და ns2.alternet.ge -ზე, ხოლო მათი მხრიდან განხორციელდება რეგისტრაციის საბოლოო ეტაპი.

4. www.registration.ge-ს დომენის რეგისტრაციისათვის სჭირდება გარკვეული პერიოდი, ამ პერიოდში უმჯობესია შეარჩიოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული პაკეტებიდან თუ რომელი აკმაყოფილებს თქვენთვის სასურველ მოთხოვნებს. - პაკეტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ სრულად...

5. შემდეგი ეტაპია ხელშეკრულების გაფორმება, სადაც დაფიქსირდება შერჩეული პაკეტი და მასზე დაწესებული ღირებულება, ვადები, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.
     - პირადობის მოწმობის ქონა სავალდებულოა.

6. შერჩეული პაკეტით სარგებლობისათვის, გადმოგეცემათ ტექნიკური მონაცემები: username, password, როგორც ფიზიკურად, ასევე თქვენს მიერ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ მეილზე.

7. ბოლო ეტაპია ვებ გვერდის განთავსება წინასწარ გადმოცემული ტექნიკური პარამეტრების მიხედვით.

შეგიძლიათ დაიხმაროთ ამ დარგის სპეციალისტი, ან ზედმიწევნით განახორციელოთ ვიდეოში ასახული ქმედებები. რაც ჯამში მოგვცემს სასურველ შედეგს.

წარმოგიდგენთ ,,ვებ გვერდის ჩანაწერის დამატებას'' ვიდეოს სახით.

ვიდეოს გადმოწერა - 1.09 MB

ვებ გვერდის განსათავსებლად საჭიროა, აღნიშნულ ჩანაწერთან კავშირის დამყარება FTP მომხმარებლის შექმნით. თუ როგორ, ვნახოთ ვიდეო:

ვიდეოს გადმოწერა - 2.23 MB

თუ ვებ გვერდი არ იყენებს მონაცემთა ბაზას, მაშინ თქვენი ვებ გვერდი უკვე მუშაობს.

თუ თქვენს ვებ გვერდს სჭირდება მონაცემთა ბაზა, მაშინ ვაგრძელებთ და ვქმნით მას
აგრეთვე ვქმნით მონაცემთა ბაზის მომხმარებელს.

ვიდეოს გადმოწერა - 3.51 MB

მინიჭებული სახელისა და პაროლის მითითება, საჭირო იქნება უშუალოდ ვებ გვერდის საკონფიგურაციო ფაილ(ებ)ში, რომელიც ვებ გვერდის შემქმნელის მიერ ინდივიდუალურად თავსდება სხვადასხვა პაპკის ფაილში. (ინდივიდუალურია, შესაძლებელია მეორდებოდეს რამოდენიმეგან).

იმისათვის, რომ გქონდეთ საკუთარი მეილი მაგ.: saxeli.gvari@tqveni-shercheuli-domain-saxeli.ge საჭიროა:

აგრეთვე შესაძლებელია saxeli.gvari@tqveni-shercheuli-domain-saxeli.ge -ზე მოსული წერილები ავტომატურად მიიღოთ სხვა პირად მეილზე. როგორებიცაა gmail, yahoo, hotmail ან სხვა...


ხშირად დასმული კითხვები:

მაქვს დომენი რომელიც განთავსებულია სხვა ჰოსტინგ კომპანიაში, მინდა ვისარგებლო თქვენი მომსახურეობით, როგორ მოვიქცე?

თქვენ უნდა დაუკავშირდეთ http://registration.ge და შეაცვლევინოთ არსებული NS შემდეგით: ns1.alternet.ge და ns2.alternet.ge ამ ქმედებით თქვენი დომენი სრულფასოვნად გადმოვა ჩვენთან.

ასევე შესაძლებელია NS ჩანაწერი იყოს სხვა ორგანიზაციაში, ხოლო ჰოსტინგ მომსახურეობა კი ჩვენთან, ამ შემთხვევაში თქვენ შეგექმნებათ მცირე დისკომფორტი. დამატებით მოგიწევთ იმ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, სადაც ამჟამად არის განთავსებული ავტორიზებული NS ჩანაწერი. აგრეთვე თვალყური უნდა ადევნოთ აღნიშნული ჩანაწერის რაიმე მიზეზით გაუქმება-შეჩერების თავიდან აცილებას.

იქნება ეს დავალიანების გამო,(ყურადღებით გაეცანით ძველ ხელშეკრულებას) თუ სხვა ტექნიკური-ადმინისტრაციული მიზეზით, რადგან თავიდან ავიცილოთ დომენის ფუნქციონირების შეფერხება. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით.


ამ გვერდის განახლება განხორციელდება მეილზე მოწერილი კითხვების საფუძველზე.


დაგვიკავშირდეთ admin@hosting.alternet.ge სადაც ნებისმიერ შეკითხვაზე გიპასუხებთ ოპერატიულად და ამომწურავად.