Alternet

ჩვენს შესახებ

კომპანია "ალტერნეტი" არის ინტერნეტ პროვაიდერი, რომელიც ორიენტირებულია ინტერნეტის გადაცემის საჰაერო მეთოდზე. დღეს "ალტერნეტი" ლიდერია საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე, რასაც ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ ქალაქებსა თუ სოფლებში ბევრია ისეთი ადგილები სადაც წარმოუდგენლად რთულია ინტერნეტის მიწოდება ფიზიკური გაყვანილობით.

ამჟამად კომპანიას სრულად დაფარული აქვს საქართველოს შემდეგი ქალაქები: ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, ბორჯომი და თელავი. მზარდი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ფართომასშტაბიანი სერვის ქსელის განვითარების ეტაპი მიმდინარეობს სტაბილური ტემპით, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ალტერნეტი არა მხოლოდ მოსახლეობის ინტერნეტით აღჭურვას ემსახურება, არამედ აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციებთან, ბანკებთან, ჩასარიცხი აპარატების ქსელებთან და სხვა იმ ორგანიზაციებთან ვისთვისაც ინტერნეტის გათიშვა ყოვლად დაუშვებელია.

ჩვენი მიზანია შევთავაზოთ მომხმარებელს ინტერნეტი ყველგან! პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პესრონალის თავდადებული შრომა საშუალებას გვაძლევს, მუდმივად შევთავაზოთ მომხმარებელს შესაძლებლობები, რომ მიაღწიონ ცხოვრების უფრო მაღალ დონეს და მეტ კომფორტს.